წლის საუკეთესო ჩოგბურთელი ანჟელიკ კერბერია

AutoSharing Option
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) 2016 წლის შედეგები შეაჯამა და სეზონის ლაურეატები დაასახელა.

წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა გერმანელი ანჟელიკ კერბერი, რომელმაც "დიდი სლემის" ორი ტურნირი მოიგო - ავსტრალიისა და აშშ-ის ღია პირველობები. გარდა ამისა, უიმბლდონისა და რიოს ოლიმპიადის ფინალამდე მიაღწია, აგრეთვე კლასიფიკაციაში ლიდერობა ჩამოართვა ამერიკელ სერენა უილიამსს, რომელსაც ზედიზედ 186 კვირის განმავლობაში ეკავა პირველი ადგილი.

დასახელდა 2016 წლის საუკეთესო წყვილი. სეზონის ლაურეატი გახდა კრისტინა მლადენოვიჩისა და კაროლინ გარსიას დუეტი. ფრანგებმა 2016 წელს მოიგეს როლან გაროსი, აგრეთვე, აშშ-ის ღიას ფინალში ითამაშეს.

"წლის
დაბრუნების" ნომინაციაში გაიმარჯვა სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ, "წლის გარღვევის" პრიზი კი ბრიტანელმა იოჰანა კონტამ მოიპოვა.

* * *
ამასობაში, გაირკვა, რომ ანჟელიკ კერბერი, ნებისმიერ შემთხვევაში, რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსით დაასრულებს 2016 წელს. ამის შესახებ წერს WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი.

"ეს დიდი პატივია ჩემთვის, - აღნიშნა კერბერმა. - ვოცნებობდი ამაზე. ბევრს ვმუშაობდი, რომ საუკეთესო გავმხდარიყავი და ეს წელი ჩემი მონდომებისა და ძალისხმევის ანარეკლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული