წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა გერმანელი ანჟელიკ კერბერი, რომელმაც "დიდი სლემის" ორი ტურნირი მოიგო - ავსტრალიისა და აშშ-ის ღია პირველობები. გარდა ამისა, უიმბლდონისა და რიოს ოლიმპიადის ფინალამდე მიაღწია, აგრეთვე კლასიფიკაციაში ლიდერობა ჩამოართვა ამერიკელ სერენა უილიამსს, რომელსაც ზედიზედ 186 კვირის განმავლობაში ეკავა პირველი ადგილი.
დასახელდა 2016 წლის საუკეთესო წყვილი. სეზონის ლაურეატი გახდა კრისტინა მლადენოვიჩისა და კაროლინ გარსიას დუეტი. ფრანგებმა 2016 წელს მოიგეს როლან გაროსი, აგრეთვე, აშშ-ის ღიას ფინალში ითამაშეს.
"წლის
* * *
ამასობაში, გაირკვა, რომ ანჟელიკ კერბერი, ნებისმიერ შემთხვევაში, რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსით დაასრულებს 2016 წელს. ამის შესახებ წერს WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი.
"ეს დიდი პატივია ჩემთვის, - აღნიშნა კერბერმა. - ვოცნებობდი ამაზე. ბევრს ვმუშაობდი, რომ საუკეთესო გავმხდარიყავი და ეს წელი ჩემი მონდომებისა და ძალისხმევის ანარეკლია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"