"არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ცუდად მომზადებული გავემგზავრე, ბოლომდე არ მქონდა გავლილი აღდგენითი პროცესი. მაგრამ მქონდა მიზანი -მედალი მომეპოვებინა ესპანეთისთვის.
დაჩქარებულმა მკურნალობამ ტკივილი მოიტანა, რომლის მოთმენა დღემდე მიწევდა. ამიტომაც გადავწყვიტე გავჩერდე და 2017 წლის სეზონისთვის მოვემზადო", - განაცხადა ნადალმა.
ამ სეზონში რაფამ მოიგო ბარსელონას ტურნირი და მონტე კარლოს "მასტერსი", რიოს ოლიმპიადაზე კი ოქროს მედალი მოიპოვა
სიტუაციას კომენტარი გაუკეთა ნადალის ექიმმა ანხელ რუის კოტორომ. მისი თქმით, მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
"რაფა სრულიად ჯანმრთელი იქნება მომავალი სეზონის სტარტისთვის. უკვე შევადგინეთ რეაბილიტაციის გეგმა", - განაცხადა კოტორომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"