ნიკოლოზ ბასილაშვილი: არ დავნებდი და ბოლომდე ვიბრძოლე

AutoSharing Option
24 ოქტომბერს "ვიენა ოუფენზე" მსოფლიოს მე-10 ჩოგანის, ჩეხ ტომაშ ბერდიხის დამარცხების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის ვებგვერდთან ისაუბრა.

- ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა! [VIDEO]

"ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. ბევრი აღმასვლა და დაღმასვლაც მქონდა მთელი წლის განმავლობაში. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ასეთი მეტოქის დამარცხება და ეს მნიშვნელოვნად შემმატებს თავდაჯერებას შემდეგი თამაშისთვის.

- თქვენი აზრით, ეს თქვენი შესაძლებლობების საუკეთესო გამოვლინება იყო?
- არ ვიცი. მქონდა პრობლემები თავდაჯერებასთან დაკავშირებით, თუმცა ვარჯიშისას ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯები და მიზნად ყოველთვის საუკეთესო შედეგის მიღწევას
ვისახავ. დღესაც სწორედ ასეთი შემთხვევა იყო - მაქსიმალურად დავიხარჯე და შედეგითაც კმაყოფილი ვარ.

- თამაშის დროს წარმატება ხან ერთის მხარეს იყო, ხან - მეორის. ალბათ, ძალიან დაძაბული იყო თქვენთვის ეს პროცესი...
- დიახ, მქონდა რამდენიმე "ბრეიქ ფოინთი", რომლების გამოყენებაც შემეძლო, მაგრამ ვერ შევძელი. თამაში მართლაც ძალიან დაძაბული იყო.

- თქვენი მთავარი მახასიათებელი ის იყო, რომ არც ერთხელ არ დანებდით...
- გეთანხმებით. თამაშის დროს რამდენიმე მომენტი იყო, როდესაც ძალიან დავიღალე, მაგრამ არ დავნებდი და ბოლომდე ვიბრძოლე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ ნიკა!!!!!!!!!!!!
წარმატებები!!!!!!!!!!!!
16:35 25-10-2016
0

სიახლეები პოპულარული