ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე კარენ ხაჩანოვთან დამარცხდა

AutoSharing Option
26 ოქტომბერს ვენის საერთაშორისო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი (107) რუს კარენ ხაჩანოვს (63) შეხვდა და ანგარიშით 2:6, 5:7 წააგო.

ორთაბრძოლა საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ჩვენებურმა საკუთარი შესაძლებლობების მობილიზება ვერ შეძლო და ხელი 27 წუთში დათმო - 2:6. ამის მიუხედავად, მეორე სეტში ბასილაშვილმა შეძლო უპირატესობის ხელში ჩაგდება და 5:2 დაწინაურდა, მერვე გეიმში, როცა ანგარიში გახდა 40:30, ქართველმა ჩოგბურთელმა სეტპოინტი ვერ გამოიყენა - თავის მოწოდებაზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა მისცა. ამის შემდეგ ბასილაშვილი კიდევ რამდენჯერმე უხეშად
შეცდა. ახალგაზრდა რუსმა ჩოგბურთელმა გამარჯვების შანსი ხელიდან არ გაუშვა - ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და საბოლოო წარმატებას მიაღწია - 7:5.

ამ მარცხის შემდეგ ბასილაშვილი ვენის ტურნირს გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ხაჩანოვი და ბასილაშვილი ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ: 2014 წლის 21 იანვარს გერმანიაში ბასილაშვილმა - 6:1, 6:4 გაიმარჯვა, წლეულს 6 ივლისს კი ბრაზილიაში - 6:2, 4:6, 6:4 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა.

- ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა! [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კაჩანოვთან მეორე სეტს ვუყურე,ნიკამ წააგო,კაჩანოვს არ მოუგია.ნიკას გაცილებითმეტი შეუძლია,მანდაც ჩანდა რომ კაჩანოვზე ძლიერია,მაგრამ კონცენტრაციას ძალიან ხშირად ჰკარგავს.ალბათ ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება.
სოსო
19:01 27-10-2016
0
ძალიან სამწუხაროა..
ნიკას აშკარად გააჩნია პოტენციალი ითამაშოს დიდი ჩოგბურთი, უბრალოდ სტაბილურობა აკლია და ალბათ კარგი ფსიქოლოგიც ჭირდება.
წარმატებები მომავალში!
Georgian
17:29 27-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული