3 ნოემბერს, ერთეულებში მე-2 ნომრად განთესილი ჩვენებური მასპინძელ ფენ იინ სუნთან დამარცხდა - 6:7, 2:6, სამაგიეროდ, წყვილებში იყოჩაღა - რუს ანგელინა გაბუევასთან შეამხანაგებულს განთესვით მე-4 ნომერი აქვს.
ზედიზედ ორი მოგების შემდეგ გუშინ ნახევარფინალში ასპარეზობის მეორე ნომერ ტაივანელებს - ჩინ-ვენ ჰსუსა და პეი-ჩი ლიის დაუპირისპირდა. ქართულ-რუსულმა დუეტმა ორ სეტში გაიმარჯვა - 6:4, 6:3 და ფინალში გავიდა.
შაფათავა და გაბუევა გადამწყვეტ პაექრობაში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - ჟაკლინ საკოსა (აშშ) და
* * *
თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვაც ჩინეთში იმყოფება და იქაურ პრესტიჟულ ტურნირში - ჟუჰაის ელიტტროფში (საპრიზო ფონდი 2.214.500 დოლარი) ასპარეზობს. გერმანელ ტატიანა მარიასთან ერთად ჩვენებური "ლოტოსის" გუნდშია, სადაც კიდევ ორი დუეტი გამოდის: ანდრეა კლეპაჩი (სლოვენია)-არანტხა პარა-სანტონია (ესპანეთი) და ჟაოქსუან იანი-ქსიაოდი იოუ (ორივე-ჩინეთი).
როგორც ვწერდით, ოქსანა და ტატიანა პირველ ტურში კლეპაჩსა და პარა სანტონიასთან დამარცხდნენ - 1:6, 6:7, გუშინ კი სლოვენიურ-ესპანურმა ტანდემმა მასპინძლებთან - იანსა და იოუსთან წააგო - 3:6, 3:6. კალაშნიკოვა და მარია ჯგუფის ბოლო შეხვედრას ჩინელებთან ხვალ გამართავენ.
მეორე გუნდ "ორქიდეაშიც" სამი წყვილია გაერთიანებული: იპეკ სოილუ (თურქეთი)-იიფან ქსუ (ჩინეთი), ანასტასია როდიონოვა (ავსტრალია)-ოლგა სავჩუკი (უკრაინა) და ჩენ ლიანი-იიფან ვანი (ორივე-ჩინეთი). აქ მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა გაიმართა - სოილუმ და ქსუმ როდიონოვასა და სავჩუკს აჯობეს - 6:3, 6:4.
დღეს თურქულ-ჩინური დუეტი ლიანსა და ვანს გაუწევს მეტოქეობას, ხვალ კი როდიონოვა-სავჩუკი და მასპინძლები ითამაშებენ. "ლოტოსისა" და "ორქიდეას" ჯგუფებში გამარჯვებულები ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
* * *
ინგლისური შეფილდის 10.000-იან ტურნირში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო მესამე ნომრად განთესილმა მარიამ ბოლქვაძემ. ფინელი მაია ნიკოლ ეკლუნდის ძლევის შემდეგ გუშინ მან ოლივია ნიკოლსი (დიდი ბრიტანეთი) დაამარცხა - 7:5, 6:1.
მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იქნება ასპარეზობის მე-6 ნომერი ჩეხი პეტრა კრეიშოვა, რომელმაც მასპინძელი ელა ტეილორი იოლად დაჯაბნა - 6:1, 6:1. .
* * *
საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს. გუშინ იგი ერთეულთა პაექრობას გამოეთიშა, რადგან რუს რომან საფიულინთან სამ სეტში დამარცხდა - 7:6, 3:6, 2:6.
წყვილებში ჩვენებურმა რომან ხასანოვთან (ყაზახეთი) ერთად სტარტზე შვეიცარიელებს - ლურუა მარტინესსა და სიმეონ როსიერს მოუგო - 3:6, 6:3, 10:7, მეოთხედფინალში კი ინდოელებს - არმაან ბჰატიასა და დრუვ სუნიშს სძლია - 6:4, 6:3.
ნახევარფინალში ქართულ-ყაზახურ დუეტს მეტოქეობას გაუწევს იური ჯავაკიანისა (უკრაინა) და დენის ევსეევის (ყაზახეთი) ტანდემი, რომელმაც მიხალ შმიდი (ჩეხეთი) და დანიილ ზარიჩანსკი (ბელორუსი) ჩამოიშორა გზიდან - 7:5, 6:1.
მეორე ნახევარფინალში ისამ ალ ტაველი (ეგვიპტე), მათეუშ ტერჟინსკი (პოლონეთი) და კარიმ-მოაჰამედ მაამუნი (ეგვიპტე), ვლადისლავ მანაფოვი (უკრაინა) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.
* * *
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ახალგაზრდა ჩოგბურთელთა ფუჯაირახის თასის გათამაშებას ქართველთაგან მხოლოდ ზურა ტყემალაძე შემორჩა, ისიც წყვილებში, რადგან გუშინ ერთეულთა მეოთხედფინალში ესპანელ ალვარო ბუენო გილთან წააგო - 3:6, 3:6. წყვილებში ის ეგვიპტელ ადამ გაბერთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტებს - ანდრეუ პაულსონსა და დალიბორ სვრჩინას (ორივე-ჩეხეთი) აჯობა - 6:3, 6:7, 11:9 და ფინალში გავიდა, სადაც მეორე ნომრებს - მერთ ალქაიას და ბორა სენგულს (ორივე-თურქეთი) შეხვდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"