"ვოცნებობ კიდევ ერთხელ მოვიგო "დიდი სლემის" ტურნირი და დავბრუნდე რეიტინგის ზედა ნაწილში. როცა მეკითხებიან - ვითამაშებ თუ არა 2018 წელს, ვპასუხობ, რომ ამის იმედი მაქვს. მაგრამ მე უნდა შემეძლოს ზედიზედ ხუთი ტურნირის ჩატარება. მნიშვნელოვანია კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა და არა ერთი ტურნირისთვის მზადყოფნა.
შემიძლია ვთქვა, რომ ნახევარწლიანი პაუზა იმის გამო ავიღე, რომ კიდევ მრავალი წელი ვითამაშო. რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ? მწვრთნელობა მინდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ოთხი
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვფიქრობდი იმაზე, როგორი იქნება პროფესიული ტური ჩემს გარეშე. კარგია, რომ ფანები ამაზე ფიქრობენ და ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩოგბურთი ჩემს გარეშე ისეთი ვეღარ იქნება. მაგრამ ჩოგბურთი ნამდვილად გადარჩება. მე და რაფა ოდესღაც დავასრულებთ თამაშს, მაგრამ ეს სახეობა თავის ადგილას დარჩება.
იმედია, მე და რაფა მწვერვალებზე დავბრუნდებით და ძლიერები ვიქნებით, როგორც არასდროს. არ ვიცი, როგორი რეიტინგი მექნება, მაგრამ სახალისო უნდა იყოს ტურნირების წილისყრაზე დაკვირვება", - განაცხადა ფედერერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"