ჩეხეთის დომინირება გამოწვეულია ამ გუნდში არსებული ჯანსაღი ატმოსფეროთი და, რაც მთავარია, გრძელი სკამით. საკმარისია აღინიშნოს, რომ გუნდის ლიდერს პეტრა კვიტოვას წელს თამაში არ გამოუვიდა - ფედერაციის თასზე ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო. კვიტოვას პრობლემების გამო, გუნდის პირველი ნომერი გახდა კაროლინა პლიშკოვა. შესანიშნავი სეზონი ჩაატარა ბარბორა სტრიკოვამ, წყვილებში ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ ჰლავაჩკოვა, ჰრადეცკა და საფაროვა...
რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს,
ამელი მორესმოს შეგირდებმა ბოლომდე ღირსეულად იბრძოლეს და ფავორიტი გვარიანად ანერვიულეს. ყველაფერი გადაწყვიტა წყვილების ბოლო მატჩმა, რომელშიც უფრო იღბლიანები ჩეხები აღმოჩდნენ. ჩეხეთის ნაკრებმა ბოლო ექვს წელიწადში მეხუთედ მოიგო ფედერაციის თასი, სულ არსებობის ისტორიაში კი ამ გუნდს 10 ასეთი ტრიუმფი აქვს. მეხუთედ მოიგო ფედერაციის თასი გუნდის კაპიტანმა პეტრ პალამ, რითაც ის ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდა.
უნდა აღვნიშნოთ ჩეხეთის საოცარი სტატისტიკა ფინალებში. 11 გადამწყვეტი მატჩიდან ამ გუნდმა 10 მოიგო! ერთადერთი მარცხი 1986 წლით თარიღდება, როცა ჩეხებს უპირისპირდებოდა ამერიკის "ოცნების გუნდი" მარტინა ნავრატილოვათი და კრის ევერტით.
საფრანგეთი-ჩეხეთი 2:3
სტრასბური (საფრანგეთი). ჰარდი
0:1 კრისტინა მლადენოვიჩი-კაროლინა პლიშკოვა 3:6, 6:4, 14:16
1:1 კაროლინ გარსია-პეტრა კვიტოვა 7:6(6), 6:3
2:1 კაროლინ გარსია-კაროლინა პლიშკოვა 6:3, 3:6, 6:3
2:2 ალიზ კორნე-ბარბორა სტრიკოვა 2:6, 6:7(4)
2:3 მლადენოვიჩი/გარსია-პლიშკოვა/სტრიკოვა 5:7, 5:7
ლიდერები ტიტულების მიხედვით
1. აშშ - 17
2. ჩეხეთი - 10
3. ავსტრალია - 7
4. ესპანეთი - 5
5. იტალია - 4
5. რუსეთი - 4
7. საფრანგეთი - 2
7. გერმანია - 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"