ენდი მარეი - ყველა დროის უდიადესი სპორტსმენი

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში უდიადეს სპორტსმენად აღიარეს. ასე გადაწყვიტა დაახლოებით შვიდი ათასმა ადამიანმა, რომლებმაც გაზეთ The Telegraph-ის გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა.

"ამ ჯილდოს მიღება - უდიდესი პატივია ჩემთვის. ძალიან სასიამოვნოა სიაში მოყვანილი გვარების გაცნობა და იმის გაცნობიერება, რამდენად წარმატებულია ბრიტანული სპორტი არა მხოლოდ დღეს, არამედ წინა ასწლეულში. ამ ქვეყნის სახელით გამოსვლა - ნამდვილი სიამაყეა", - აღიარა მარეიმ.

ენდის კონკურენციას უწევდნენ რაიან გიგზი (ფეხბურთი), მაიკლ ვოგანი (კრიკეტი), ტანი გრეი-ტომპსონი (პარალიმპიური სირბილი), ჯეიმს კრეკნელი (ნიჩბოსნობა), დენიზ ლუისი (შვიდჭიდი) და
სხვები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული