ყველაზე დახვეწილი მამაკაცი როჯერ ფედერერია

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა გაიმარჯვა ჟურნალ GQ-ის გამოკითხვის ფინალში და გახდა წლის ყველაზე დახვეწილი და მოდური მამაკაცი. ამ ერთგვარ ტურნირში 64 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

"შეჯიბრი" "ოლიმპიური სისტემით" მიმდინარეობდა და ფინალამდე ფედერერმა გზიდან ჩამოიცილა - მალიკ ზეინი, რაიან გოსლინგი, სტივენ ენი, კანიე უესტი და ჯარედ ლეტო.

ფინალში შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა დაამარცხა ბრიტანელი მსახიობი ტომ ჰიდლსტონი, რომელიც ცნობილია ფილმებში - "ტორი" და "ტორი-2". საინტერესოა, რომ მერვედფინალში ტომმა დაამარცხა დევიდ ბექჰემი, რომელმაც წინა რაუნდში გამოთიშა ბრძოლას "მანჩესტერ
სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა.

ფინალურ გამოკითხვაში ფედერერს ხმა მისცა გამოკითხულთა 61-მა პროცენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული