28 წლის ჩოგბურთელმა გადაწყვიტა - უფრო საფუძვლიანად მოემზადოს 2017 წლის სეზონის სტარტისთვის. არგენტინელი ითვალისწინებს იმას, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრი გაუცდა მაჯის ტრავმის გამო. სხვათა შორის, 2015 და 2016 წლებში, დელ პოტრო ასევე ვერ ვიხილეთ ავსტრალიის ღია პირველობაზე.
* * *
ასევე არ ითამაშებს მელბურნში ამერიკელი მედისონ კისი, რომელმაც თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ ოპერაცია გადაიტანა მარცხენა
* * *
WTA-ის "ტვიტერის" ინფორმაციით, შესაძლოა, ხუან მარტინ დელ პოტროსა და მედისონ კისს შეუერთდეს და ავსტრალიის ღია პირველობა გამოტოვოს სერბმა ანა ივანოვიჩმა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა განაცხადი გამოიტანა ოკლენდის ტურნირიდან და ახლა, იგივეს გაკეთებას ფიქრობს "დიდი სლემის" პირველ ჩემპიონატზე.
ოკლენდის ტურნირის გამოტოვების მიზეზია გაჭიანურებული აღდგენითი პროცესი ტრავმის შემდეგ, რომელიც ანამ ჯერ კიდევ ზაფხულის ბოლოს მიიღო. შეგახსენებთ, რომ ივანოვიჩმა 2016 წლის სეზონი სექტემბერში დაასრულა. მაშინ სერბმა განაცხადა, რომ მაჯა აწუხებს, აგრეთვე, აპირებს ოპერაცია გაიკეთოს ფეხის მოტეხილ თითზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"