გუშინ, კიდევ ერთმა ლეგენდამ წააგო. ჰოპმანის თასის მეორე ტურში შვეიცარიის ნაკრები გერმანიას ეთამაშებოდა და პირველ მატჩში როჯერ ფედერერი 19 წლის ალექსანდრ ზვერევს უპირისპირდებოდა, რომელსაც ბევრი ექსპერტი მსოფლიო რეიტინგის ლიდერობას უწინასწარმეტყველებს.
ჩოგბურთელებმა ორსაათნახევრიანი მარათონი შემოგვთავაზეს. ორივე ჩოგბურთელი კარგად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და სამივე სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა.
ბრეიკები მხოლოდ პირველ სეტში გაიცვალა, მეორე და მესამე სეტებში კი მხოლოდ არარეალიზებული ბრეიკ-პოინტები იყო. რაც შეეხება ტაი-ბრეიკებს, პირველში გერმანელი დომინირებდა და მესამეშიც ზვერევი ძალიან დამაჯერებელი იყო - 7:6(1), 6:7(4), 7:6(4).
შვეიცარიის პრესტიჟი ბელინდა ბენჩიჩმა
დაიცვა, რომელმაც 6:3, 6:4 მოუგო ანდრეა პეტკოვიჩს, ამის შემდეგ კი ფედერერისა და ბენჩიჩის წყვილმა გაანადგურეს ზვერევი-პეტკოვიჩის წყვილი - 4:1, 4:2. შესაბამისად, შვეიცარიამ 2:1 მოიგო და გავიდა ჰოპმანის თასის ნახევარფინალში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"