"სეკრეტარიატი" - სამმაგი გვირგვინის ლეგენდარული ჩემპიონი

AutoSharing Option
სეკრეტარიატი - სუფთა სისხლის ინგლისური ცხენი იყო, "სამმაგი გვირგვინის" გამარჯვებული, რამდენიმე რეკორდის მფლობელი, რომელიც დღემდე არავის გაუუმჯობესებია.

საიდან იწყებოდა?
ლეგენდარული ცხენი 1970 წლის 30 მარტს დაიბადა. "სეკრეტარიატის" სამშობლო ვირჯინია გახდა. თავიდან "სეკრეტარიატი" დაარქვეს, თუმცა, მრავალრიცხოვანი გამარჯვებების შემდეგ, ხალხმა ასეთი სახელი დაარქვა - "ქერათმიანი გიგანტი".

მამამისი იმ დროისთვის ლეგენდარული ცხენი "ბოლდ რულერი" იყო - ამერიკული იპოდრომების ჩემპიონი. "სეკრეტარიატის" დედა არანაკლებ ცნობილი იყო - ცხენი სახელად "სამფინროიალი", რომელმაც მოასწრო სამყაროსთვის ეჩუქებინა ერთი ჩემპიონი. მაგრამ სწორედ "სეკრეტარიატი" გამოირჩეო
და თავისი დამოუკიდებლობით ადრეული ასაკიდან. იჩენდა ცნობისმოყვარეობას და არ იყო მიწებებული დედაზე, როგორც ეს ყველა კვიცს ახასიათებს.

გარკვეული დროის შემდეგ, "სეკრეტარიატი" ფლორიდაში გადავიდა და იქ შესანიშნავი მწვრთნელის ლიუსინ ლორინის ხელში მოხვდა. მისი პირველი გამოცდა 1972 წელს, 4 ივლისს შედგა. მაგრამ, გაუთვალისწინებელი გარემოების გამო ("საკრეტარიატი" ცხენს შეეჯახა და მხოლოდ მეოთხე მივიდა ფინიშთან), თავიდან ვერ გაამართლა გაცემული ავანსები. სამაგიეროდ, მეორე დოღმა უდიდესი წარმატება მოუტანა და ცხენი "დამწყების" კატეგორიიდან ახალ დონეზე გადავიდა. მორიგ დოღზე მან გაუსწრო მაშინდელ ფავორიტს "ლინდა'ს შიფს" - ერთბაშად სამი კორპუსით ჩამოიცილა, აგრეთვე პირველად უჩვენა მაყურებელს თავისი საფირმო სპურტი ფინიშის სწორზე.

მას შემდეგ, საცხენოსნო ოლიმპზე ძალაუფლების ცვლილება მოხდა. რომელ დოღშიც არ უნდა მიეღო მონაწილეობა "სეკრეტარიატს", ყველგან საჩემპიონო გამოსვლას ანახებდა. ის დოღების "ახალ ვარსკვლავად" აღიარეს. 1972 წელს, ორი წლის ბედაური შემდეგი შედეგებით დაიკვეხნიდა - შვიდი მოგება ცხრა სტარტში, მოგებული თანხის საერთო რაოდენობა - 456 404 ამერიკული დოლარი. "სეკრეტარიატი" ღირსეულ ჩემპიონად აღიარეს არა მხოლოდ ორწლიანებში, არამედ წლის საუკეთესო ცხენის ტიტულიც მისცეს.

სამმაგი გვირგვინი
1973 წელს, დაიწყეს ახალგაზრდა ჩემპიონის მომზადება "სამმაგი გვირგვინის" ლეგენდარული სტარტებისთვის. ფინანსური სირთულეების მიუხედავად, პენი ტვიდიმ "სეკრეტარიატში" კოლოსალური თანხის (6.08 მილიონი დოლარი) ჩადება გადაწყვიტა -. საერთო ჯამში, არ არსებობდა წუხილის საბაბი, რადგან ახალი სეზონი "სეკრეტარიატმა" ორი მოგებით გახსნა - Bay Shore Stakes-სა და Gotham Stakes-ზე.

მაგრამ, მოულოდნელად, ცუდი ამბავი მოხდა, როცა Wood Memorial Stakes-ის დოღებზე "სეკრეტარიატი" მხოლოდ მესამე მივიდა ფინიშთან. ამან წარმოშვა ახალი ჭორები და ეჭვი ქერა ცხენის "სამმაგ გვირგვინში" გამარჯვებაზე.

კენტუკი დერბიზე 134 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. და დოღის პირველ წუთებზე ისევ გაოცებული იყო მაყურებელი - პირველი პოზიციები სხვა ცხენებს ეკავათ, "სეკრეტარიატი" კი 13 შესაძლებლიდან მე-11 ადგილზე იყო. მაგრამ პირველი მოსახვევის გავლის შემდეგ, "სეკრეტარიატის" ჟოკეიმ ცხენი მეხუთე პოზიციაზე გადაიყვანა, თან უფრო და უფრო ზრდიდა სიჩქარეს. "ქერა გიგანტი" მალე მესამეზე გადავიდა. და აი, დაეწია ლიდერ "შემს" (წინა დოღის გამარჯვებული, რომელშიც "სეკრეტარიატმა" კრახი განიცადა). გარკვეული ხანი ორივემ ერთ დონეზე იარა - არ ასწრებდნენ ერთმანეთს. სხვები ძალიან დიდი მანძილით ჩამოიტოვეს უკან, ერთად მიდიოდნენ, მაგრამ ბოლოს, კომენტატორმა "სეკრეტარიატის" გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.

ამ დოღში სეკრეტარიატმა მხოლოდ 2.5 კორპუსი მოიგო, თუმცა, ლეგენდარულმა ცხენმა მოასწრო ახალი რეკორდის დამყარება - 1 1/4 მილი - 1.53 2/5. თავის მხრივ, მესამე ადგილზე გასულმა ცხენმა "შემთან" მთელი 8.5 კორპუსი წააგო. დოღის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ, სპეციალისტებმა საინტერესო სტატისტიკა დაადგინეს - ყოველ მეოთხედ მილზე "სეკრეტარიატი" ზრდიდა რბენის სიჩქარეს.

ეს იყო პირველი ნაბიჯი "სამმაგი გვირგვინისკენ". იმისთვის, რომ სამმაგი ტრიუმფატორი გამხდარიყო, საჭირო იყო გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების სამ გარბენში - KentuckyDerby, PreaknessStakes და Belmont Stakes.

ისტორიაში სამივე დოღი ზედიზედ მხოლოდ რამდენიმე ცხენს ჰქონდა მოგებული. ამიტომაც, Preakness Stakes-ის გარბენზე მაყურებელი გულის ფანცქალით ელოდა მორიგ შოუს. და თუ წინა დოღში "ქერა გიგანტი" თავიდან უკანა პოზიციებზე იყო, ახლა, პირველი ნახევარი მილის შემდეგ გაიჭრა წინ. მაყურებელი ამ ნაბიჯს სარისკოდ აფასებდა, რადგან ფინიშთან ახლოს, ფავორიტი, შესაძლოა, დაღლილიყო და სხვებისთვის დაეთმო მოგება. მაგრამ ყველაფერი წინა სცენარით მოხდა. "სეკრეტარიატმა" ისევ მოუგო "შემს" 2.5 კორპუსი. ტაბლოზე დაიწერა დრო - 1.55, რაც, სამწუხაროდ, არ იყო რეკორდი. მაგრამ მსაჯის განხილვის შემდეგ, დაფიქსირდა სხვა დრო - 1.53, რაც ამ იპოდრომის ახალი რეკორდი იყო.

შემდეგი გარბენი გაიმართა ბელმონტში, სადაც ქერა ჩემპიონისთვის კონკურენციის გაწევა მხოლოდ ოთხმა ცხენმა გაბედა. გარბენის პირველ წუთებში, როცა მაყურებელი "სეკრეტარიატის" ბედის გამო ნერვიულობდა და "შემის" მოგებას ვარაუდობდა, ეს ორი ცხენი მაშინვე გაიჭრა წინ. მთელი ეს დოღი ამ ორმა ბედაურმა ისტორიულ დუელად აქცია. პირველი მოსახვევის შემდეგ, "ქერა გიგანტმა" წინ გასვლა დაიწყო და სულ უფრო ზრდიდა უპირატესობას. კომენტატორი გამაოგნებელ ციფრებს ასახელებდა - 22 კორპუსი, 23, 24, 28 კორპუსი... "სეკრეტარიატმა" პირველმა გადაკვეთა საფინიშო ხაზი და გაუსწრო მეტოქეებს 31 კორპუსით. გარდა ამისა, ცხენმა მსოფლიოს მასშტაბის რეკორდი დაამყარა - 2.24 1 1/2 მილზე გრუნტის ბილიკზე.

Sportall.Ge

დასკვნითი დოღები
იქამდე, სანამ თავის სპორტულ კარიერაში წერტილს დასვამდა, "სეკრეტარიატმა" ექვსი გამარჯვება მოიპოვა. მაგალითად, ArlingtonInvitational-ის გარბენში "ქერა გიგანტმა" კონკურენტი ცხრა კორპუსით ჩამოიტოვა უკან. ამის შემდეგ, "სეკრეტარიატი" სარატოგაში ჩავიდა. იქაურ იპოდრომს "ჩემპიონების სასაფლაოს" უწოდებდნენ. ასეთი სახელი მან ცუდი სტატისტიკის გამო მიიღო - წინა ჩემპიონები ერთი მეორეს მიყოლებით აგებდნენ იქაურ დოღებს. გამონაკლისი არც "სეკრეტარიატი" აღმოჩნდა, რომელმაც WhitneyStakes-ზე დამარცხდა.

ამის შემდეგ, "სეკრეტარიატის" გულშემატკივრები MarlboroCup-ის დოღზე დამშვიდნენ, სადაც მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. სარატოგაში დამარცხების შემდეგ, "სეკრეტარიატმა" იგივე შედეგით დაასრულა ბოლო გარბენი WoodwardStakes-ზე, როცა გრუნტის ბილიკზე წააგო "პროვ აუტსთან". მოგვიანებით, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ WhitneyStakes-ზე და WoodwardStakes-ზე "სეკრეტარიატმა" წააგო ცხენებთან, რომლებსაც ავარჯიშებდა ალენ ჯეკენსი, ვისაც, მოგვიანებით, "გიგანტის მკვლელი" უწოდეს.

გადაწყდა, რომ "სეკრეტარიატი" კიდევ ორ დოღს ჩაატარებდა და დაასრულებდა კარიერას. ლორინი თავად არჩევდა ადგილს - მას მოეწონა Man o'War Stakes და Canadian Intentional Championship Stakes. ბელმონტში "სეკრეტარიატმა" ისევ გადალახა ყველა ზღვარი და პირადი რეკორდი დაამყარა 1.5 მილზე. დასკვნითი დოღი "ქერა გიგანტისთვის" იყო არენა კანადურ ვუდბაინში. "ხალხის სიყვარულმა" იოლად დაამარცხა მეტოქეები და დოღი 6.5 კორპუსით მოიგო. ამ სანახაობას "სეკრეტარიატის" ფანები მრავალი წლის განმავლობაში არ ივიწყებდნენ.

რამდენიმე კვირის შემდეგ, "სეკრეტარიატი" სარბენ ბილიკზე გაუშვეს, რათა ღირსეულად დამშვიდობებოდა ერთგულ მაყურებელსა და გულშემატკივარს. არც ერთ იპოდრომზე არ ყოფილა შეკრებილი ამდენი ადამიანი.

ცხოვრება სპორტის შემდეგ
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, შეთანხმების თანახმად, "ქერა გიგანტი" კლეიბორნ ფარმში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს თვლიდნენ ჩემპიონად მემკვიდრეთა მწარმოებლობაში, მისი ზოგიერთი შვილი საყოველთაოდ ცნობილი ცხენი გახდა.

"სეკრეტარიატი" 1989 წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა - ანთებითი პროცესებისა და ჩლიქების რევმატიტის გამო. გაკვეთის შემდეგ გაირკვა, რომ "ქერა გიგანტს" ჩვეულებრივზე 2.5-ჯერ დიდი გული ჰქონდა. და ეს არ ყოფილა პათოლოგია - გული ბუნებრივი იყო, მაგრამ დიდი.

ცხენი თავისი წინაპრების გვერდით დაკრძალეს. მის საფლავს ყოველღე ამკობენ ახალი ყვავილებით. 2010 წელს, უოლტ დისნეის ლეგენდარულმა სტუდიამ "სეკრეტარიატის" ბრწყინვალე კარიერაზე ფილმი-ბიოგრაფია გადაიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული