დოღში 23 ცხენი იღებდა მონაწილეობას. სხვათა შორის, წელს მელბურნის თასზე რეკორდი დამყარდა - სტარტზე 13 უცხოური ცხენი გავიდა.
ფავორიტი შარშანდელი ჩემპიონი - "ამერიკენი" იყო. ბუკმეიკერებმა ხუთი ერთთან შეაფასეს მისი შანსები, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ფრანგული ცხენი შარშანდელთან შედარებით სამნახევარი კილოგრამით დამძიმებული იყო. საბოლოოდ "ამერიკენი" მეოთხე ადგილზე გავიდა.
დოღს
"დუნადენი" და "რედ კადო" ფინიშთან თითქმის ერთად მივიდნენ და ფოტოფინიშმა "დუნადენის" გამარჯვება დააფიქსირა, რამაც ძალიან გაახარა მისი ჟოკეი კრისტოფ ლემერი. მესამე იყო გერმანული ცხენი "ლუკას კრანახი", სულ კი პირველი შვიდი ადგილი უცხოურმა ცხენებმა დაისაკუთრეს.
"დუნადენისთვის" ეს იყო 28-ე სტარტი კარიერაში და მერვე გამარჯვება. ფრანგულმა ცხენმა ამ ტრიუმფისთვის 3 600 000 ამერიკული დოლარი მოიპოვა. ავსტრალიური დოღის წესებით ამ თანხის 85 % ცხენის მფლობელ შეიხ ფაჰად ალ-თანის ეკუთვნის, 10 %-ს მიიღებს მწვრთნელი მიკელ დელზანგლი, ხოლო 5 % ეკუთვნის ჟოკეის კრისტოფ ლემერს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"