იტალიაში საცხენოსნო კონკურის ტურნირისას ავსტრიელი სებასტიან შტაინერი დაიღუპა. 22 წლის ცხენოსანი ბარიერის გადალახვისას დაეცა და გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. 15 წლის ცხენი "კარტაგო" არ დაზარალებულა.
ორგანიზატორების განცხადებით, ტრაგიკული ინციდენტი "უბედურმა შემთხვევამ" გამოიწვია. შტაინერის გარდაცვალების შემდეგ ტურნირი შეწყდა. "როგორც ჩანს, მხედარმა და ცხენმა არასწორად გათვალეს მანევრი", - ივარაუდა იტალიის საცხენოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა ფრედერიკო რომანმა.
შტაინერი და "კარგატო" 2003 წლიდან გამოდიოდნენ ოფიციალურ ტურნირებში.