შალვა გაჩეჩილაძემ "ბაქო მასტერსი" მოიგო

AutoSharing Option
თბილისელი მხედრის, შალვა გაჩეჩილაძის წარმატებები საერთაშორისო სარბიელზე არახალია.

ამჯერად 24 წლის სპორტსმენმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო ბაქოში. ეს ასპარეზობა, რომელიც ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში "ბაქო მასტერსის" სახელითაა შესული, დაბრკოლებათა გადალახვაში "კავკასიის ლიგის" 2012-13 წლების ეგიდით ჩატარდა და რიგით მესამე ეტაპი იყო.

მთავარი პრიზისთვის იბრძოდნენ აზერბაიჯანის, საქართველოს, გერმანიის, თურქეთის და ირანის საუკეთესო მხედრები.

მონაწილეთა უმრავლესობამ საპატიო ჯილდოს დაუფლებისთვის გამოიყენა მონაცვლეობით ორ მერანზე ასპარეზობის უფლება. საბოლოოდ გამარჯვებული ბაქოელ ჰიკმეტ მუსაევსა და შალვა გაჩეჩილაძეს შორის პაექრობაში გამოვლინდა.

ორივე მხედარმა უჯარიმოდ გაიარა ძირითადი
შეჯიბრება. დამატებით ხტომებში 4 საჯარიმო ქულით (ცხენი "დარი") ჩვენიანს დარჩა პირველობა და მთავარი ჯილდო - გრანპრი მას გადაეცა, მუსაევმა კი 8 საჯარიმო ქულა მიიღო. მესამე ადგილიც 8 საჯარიმო ქულით, მაგრამ დროში მუსაევზე უარესი მაჩვენებლით ისევ შალვა გაჩეჩილაძეს ხვდა წილად (ცხენი "ჩვინ გუში").

ასპარეზობის საპრიზო ფონდი იყო 7 ათასი ევრო.

თორნიკე გაჩეჩილაძე
ისევ შალვა! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შალვა ქართული ცხენოსნობის სიამაყეა :) შეუდარებელი :)
q.b.
01:45 25-07-2012
0
საუკეთესო ხარ :) ქართული ცხენოსნობის სიამაყე :)
....
01:40 25-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული