ლეგენდა გამოიჭირეს

AutoSharing Option
სერიოზულ სკანდალში გაეხვა ლეგენდარული იტალიელი ჟოკეი ფრენკი დეტორი - საფრანგეთში აღებულმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეტორის ადვოკატმა განუცხადა.

ლაპარაკია 16 სექტემბერს აღებულ სინჯზე, თუმცა ჟურნალისტებმა ვერ გაარკვიეს - რა ნივთიერება აღმოჩნდა იტალიელი ჟოკეის ორგანიზმში. ის კი ცნობილია, რომ ამ ტესტის გამო დეტორი მომავალ კვირას - საფრანგეთში გასამართ დოღში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფრენკი დეტორი აკრძალული პრეპარატის მიღებაში გამოიჭირეს. 1993 წელს მას პოლიციასთან ჰქონდა საქმე კოკაინის მოხმარების გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჟოკეი ცხენს აწვებოდა უკნიდან ალბათ
shota
15 ნოემბერი 2012 17:28
0
ვერ გავიგე, ჟოკეის რად უნდა დოპინგი?
ცხენს უკეთებენ რაღაცეებს, გამიგია მაგრამ ჟოკეის?? :)
gio
15 ნოემბერი 2012 16:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული