სპორტულ-საცხენოსნო კლუბის გოგონებმა ეროტიკული კალენდარი ქველმოქმედებისთვის შექმნეს

AutoSharing Option
ქალაქ ლიდსის უნივერსიტეტის სპორტულ-საცხენოსნო კლუბის ათმა გოგონამ 2013 წლისთვის სპეციალური კალენდარი გამოუშვა.

შავ-თეთრ ფოტოებზე გოგონები წელზემოთ შიშვლები არიან გამოსახულნი.

მხედრები ამ ნაბიჯზე ფულის გამომუშავების მიზნით წავიდნენ. ამასთან, გოგონებმა ეროტიკულ ფოტოსესიაში ზედიზედ მეორედ მიიღეს მონაწილეობა.

Sportall.Ge

როგორც კლუბის კაპიტანმა შარლოტა რაიტმა განაცხადა, შარშან კრიტიკოსებმა ფოტოსესიის მონაწილეები გვარიანად გააკრიტიკეს, მაგრამ ამან კიდევ უფრო წააქეზა კლუბის წევრები. რაც მთავარია, ამგვარი კალენდრის გამოშვებას საქველმოქმედო მიზნები აქვს.

Sportall.Ge

შარშან შეგროვებული მოკრძალებული თანხა - 2 ათასი ფუნტი ერთ-ერთ ორგანიზაციას გადაეცა, რომელიც უნარშეზღუდული ადამიანების რეაბილიტაციით არის დაკავებული.

"ჩვენი აზრით,
ყველაზე კარგი პოპულარობა ის არის, როცა სხვა ადამიანების კეთილდღეობისთვის ზრუნავ",
- ამბობს შარლოტი გაზეთ "სანთან" კომენტარში.

Sportall.Ge

მანვე ისიც განაცხადა, რომ მას და მის მეგობრებს ნოემბრის დასაწყისში მოუწიათ ფოტოსესიაში მონაწილეობა, როცა თავლაში ტემპერატურა მხოლოდ ოთხი გრადუსი იყო. ამასთან, ორ გოგონას სერიოზული ნაიარევი დარჩა ცხენებთან კონტაქტის გამო. თუმცა, საერთო ჯამში, ყველა მონაწილე კმაყოფილი დარჩა გადაღების პროცესით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლამაზი ქალბატონები რას არ გააკეთებენ ქველმოქმედებისათვის?!
guja_kakhadze
18:51 18-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული