მაიკლ ფელპსი ისევ ყველაფერს იგებს

AutoSharing Option
ამერიკის ქალაქ ინდიანაპოლისში გრან-პრის მორიგი ეტაპი გაიმართა, რომელიც იმით იპყრობდა ყურადღებას, რომ მასში მონაწილეობა მიიღო ყველა დროის ტიტულოვანმა სპორტსმენმა მაიკლ ფელპსმა. ბოლო დღეს 14-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ორი დისტანციაზე შეძლო გამარჯვების მოპოვება.

თავდაპირველად ლეგენდარულმა ამერიკელმა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში 48.89 წამი დააფიქსირა, შემდეგ კი თავის ერთ-ერთ საყვარელ დისტანციაზე - 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში გაიმარჯვა შედეგით - წუთი და 56.88 წამი. ორივე დრო მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგია.

რაც მთავარია, 200 მეტრზე ფელპსის მეტოქე იყო ამ დისციპლინაში მსოფლიოს რეკორდსმენი რაიან ლოხტე, რომელსაც
მაიკლმა თითქმის ორი წამი მოუგო.

სულ ინდიანაპოლისის გრან-პრიზე ფელპსმა ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა. ამერიკელმა კმაყოფილება გამოთქვა თავისი სპორტული ფორმით. მისი თქმით, მთავარი მიზანი ძველ დონეზე გასვლა იყო, რასაც მიაღწია კიდეც.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული