ტორპი მზად არ არის

AutoSharing Option
ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი იან ტორპი, რომელმაც ცოტა ხნის აქტიური კარიერის განახლება გადაწყვიტა, ჯერ შორს იმ კონდიციებისგან, რომლის წყალობითაც კონკურენტუნარიანი იქნება ლონდონის 2012 წლის თამაშებზე. ამის შესახებ თავად მოცურავემ განაცხადა.

ამჟამად ავსტრალიელი სპორტსმენი შეკრებას გადის შვეიცარიაში. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ტორპმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა კარიერა. მისი მიზანი გაისად ზაფხულის ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლაა.

"საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ჩემი დღევანდელი მდგომარეობით, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. უბრალოდ მოხარული ვარ, რომ ისევ ინტენსიურად ვვარჯიშობ, თუმცა წინ ძალიან დიდი გზაა გასავლელი", - განუცხადა სააგენტო "როიტერს"
ტორპმა.

ავსტრალიელმა, რომელიც რუსი მწვრთნელის გენადი ტურეცკის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლონდონში მხოლოდ 100 და 200 მეტრ დისტანციებზე გაცურავს.

"სიმართლე გითხრათ, 400 მეტრზე გამოსასვლელად მომზადებას ვერ მოვასწრებ, ამიტომაც უფრო მოკლე დისტანციები ავირჩიე", - ამბობს 400 მეტრზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული