ქრისტინე ბოჭორიშვილის დებიუტი მეათე ადგილით

AutoSharing Option
ბელგრადში სინქრონულად მოცურავე იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე 17-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად მონაწილეობდა ქართველი სპორტსმენი ქრისტინე ბოჭორიშვილი, რომელიც სალონიკიში რვა წელიწადია დედის - ნინო ლომოურის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

სერბეთის დედაქალაქში ორდღიანი პაექრობის შემდეგ იგი 12 ფინალისტს შორის მოხვდა. გუშინ სოლოში მან 76.4800 ქულა მოაგროვა და მე-10 ადგილზე გავიდა.

ოქროს მედალი რუსმა ვლადა ჩიგიროვამ მოიპოვა (91.9300), მეორე-მესამე ადგილები იტალიელმა ლინდა კერუტომ (87.9100) და უკრაინელმა ანასტასია სავჩუკმა (87.1700) დაიკავეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქრისტინე, ძალიან გაგვახარე და გვასახელე. დიდი მადლობა ამისათვის.ჩვენ ვამაყობთ შენით. წარმატებები!!!
Nino Romashvili
20:53 09-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული