13 ბედნიერი რიცხვია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე დღეს მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა. ამჯერად წყალში მხტომელები ისვენებდნენ, სამაგიეროდ, ასპარეზი დაეთმოთ "ღია წყალში" მოცურავეებსა და სინქრონული ცურვის ოსტატებს.

გუშინ მამაკაცებმა 10 კილომეტრიან დისტანციაზე გაარკვიეს გამარჯვებული. სტარტი დილით ადრე მისცეს, რადგან წინა დღეს ქალი მოცურავეები წყლის ძალიან მაღალი ტემპერატურის გამო ჩიოდნენ.

საბოლოო შედეგი მოულოდნელი იყო - პირველი ფინიშთან ბერძენი სპიროს იანიოტისი მივიდა. ის ადრეც გამოირჩეოდა სწრაფი ტემპით, მაგრამ ტაქტიკურად მოიკოჭლებდა. მაგრამ ამჯერად იანიოტისმა ეს ნაკლი გამოასწორა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი. მან 10 კილომეტრის
გაცურვას საათი, 54 წუთი და 24,7 წამი მოანდომა. მხოლოდ 2,5 წამით ჩამორჩა მას გერმანელი ტომას ლურცი, ხოლო მესამეზე 6,9-წამიანი ჩამორჩენით რუსი სერგეი ბოლშაკოვი გავიდა.

ცურვა
კაცები. 10 კმ.
1. სპიროს გიანიოტისი (საბ) - 01:54.24,7; 2. ტომას ლურცი (გერ) - +2,5; 3. სერგეი ბოლშაკოვი (რუს) - +7,1...

* * *
ოქროს მედლების შეგროვებას აგრძელებს სინქრონულ ცურვაში ლეგენდარული რუსი სპორტსმენი ნატალია იშჩენკო. ის უკვე 13-გზის მსოფლიოს ჩემპიონია. მან ამჯერად სოლისტებს შორის თავისუფალი პროგრამა მოიგო.

ეს იშჩენკოს მესამე ტრიუმფია შანხაიში. მანამდე მან სოლისტების ტექნიკურ პროგრამაში გაიმარჯვა, აგრეთვე დუეტებს შორის ტექნიკურ პროგრამაში სვეტლანა რომაშინასთან ერთად გავიდა პირველზე.

მეორე ადგილი ორქულიანი ჩამორჩენით ესპანელმა ანდრეა ფუენტესმა დაიკავა, მესამეზე კი ჩინელი სუნ ვენიანი გავიდა.

სინქრონული ცურვა
ქალები. თავისუფალი
1. ნატალია იშჩენკო (რუს) - 98,550 ქულა; 2. ანდრეა ფუენტესი (ესპ) - 96,520; 3. სუნ ვენიანი (ჩინ) - 95,840...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული