ბრაზილიელთა ლიდერის გარდა, ფუროსემიდის მიღებაში გამოიჭირეს ამ ქვეყნის ნაკრების კიდევ სამი წარმომადგენელი - ნიკოლას დოს სანტოსი, ენრიკე ბარბოზა და ვინიკუს ვაკედი. მათ ორგანიზმში დოპინგის მოხვედრა იმით ახსნეს, რომ აკრძალულ პრეპარატს შეიცავდა საკვები, რომელიც მოცურავეებს ოფიციალურად შესთავაზეს.
პირველ ივლისს ბრაზილიის ცურვის ფედერაციამ ოთხივე სპორტსმენს გაფრთხილება მისცა, მაგრამ საერთაშორისო
სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო ექვსი საათის განმავლობაში განიხილავდა ბრაზილიელი მოცურავეებს საქმეს. საბოლოოდ, მხოლოდ ვაკედი დაისაჯა ერთი წლით, რადგან ის 2010 წელს ასევე ჩავარდა დოპინგზე და ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ 24 წლის სელიო შეძლებს მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას. შანხაიში მოცურავეთა ტურნირი 24 ივლისს დაიწყება.
ბრაზილიელი 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონია 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. პეკინში მან აგრეთვე 100 მეტრზე ბრინჯაოს მედალი მიიღო. 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე სელიომ ორივე ეს დისტანცია მოიგო, 2010-ში კი ასევე დუბლი შეასრულა პლანეტის პირველობაზე, ოღონდ "მოკლე" აუზში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"