პირველი ჩემპიონი გახდა კორეელი ტაი ხმან პარკი, რომელმაც წამზე მეტი მოუგო კონკურენტებს 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. მეორე ადგილზე გავიდა ჩინელი სუნ იანი, მესამეზე - აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი, გერმანელი პაულ ბიდერმანი.
ამავე დისციპლინაში ქალებს შორის ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა ფედერიკა პელეგრინიმ. მან მთელი 2 წამით აჯობა სახელოვან ბრიტანელს, ოლიმპიურ ჩემპიონს რებეკა ედლინგტონს, რომელსაც დისტანციის განმავლობაში სულ მცირე ხნით მოუწია ლიდერობა. კიდევ ერთი ფავორიტი კამილ მუფა ბრინჯაოს
სიუპრიზები არც ესტაფეტებში მომხდარა. მართალია, ამერიკის ქალთა ნაკრები დიდი ხანი ლიდერობდა 4x100 მეტრზე თავისუფაოი სტილით გაცურვას, მაგრამ ბოლო ეტაპზე ჰოლანდიელმა ფემკე ჰეესრეკმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. სწორედ ჰოლანდიელები ითვლებოდნენ გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებად. ამერიკელებს სულ მცირედი დააკლდათ პირველ ადგილამდე.
საინტერესო ესტაფეტა გამოვიდა მამაკაცებს შორის. გამარჯვება ავსტრალიის ნაკრებს ერგო, მაგრამ ფრანგებმა მას უდიდესი კონკურენცია გაუწია. ფაბიენ გილიოს 0,14 წამი არ ეყო ეიმონ სალივენის დასაწევად. ბოლოს მომენტში ისე ჩანდა, რომ გამარჯვება ფრანგებმა მოიპოვეს, მაგრამ ფოტოფინიშმა ავსტრალიის უპირატესობა დააფიქსირა. ამერიკის ნაკრები კი, რომელშიც ლეგენდარული მაიკლ ფელპსი ცურავდა, მხოლოდ ბრინჯაოთი დაკმაყოფილდა. შეიძლება უცნაურიც იყოს, რომ ამერიკის ნაკრები პირველ დღეს ოქროს გარეშე დარჩა.
ცურვა
კაცები
400 მ. თავისუფალი სტილი. 1. ტაი ხმან პარკი (კორ) - 3.42,04; 2. სუნ იანი (ჩინ) - 3.43,24; 3. პაულ ბიდერმანი (გერ) - 3.44,14...
4x100 მ. თავისუფალი სტილი. 1. ავსტრალია - 3.11,00; 2. საფრანგეთი - 3.11,14; 3. აშშ - 3.11,96...
ქალები
400 მ. თავისუფალი სტილი. 1. ფედერიკა პელეგრინი (იტა) - 4.01,97; 2. რებეკა ედლინგტონი (ბრიტ) - 4.04,01; 3. კამილ მუფატი (საფ) - 4.04,06...
4x100 მ. თავისუფალი სტილი. 1. ჰოლანდია - 3.33,96; 2. აშშ - 3.34,47; 3. გერმანია - 3.36,05...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"