27 ივლისს შანჰაიში მიმდინარე საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 200 მეტრ კომპლექსურ ცურვაში 17 წლის ქართველმა მოცურავემ ირაკლი ბოლქვაძემ საქართველოს რეკორდი დაამყარა - ორასი მეტრი 2.07.29 წამში გაცურა, 37-ე ადგილზე გავიდა და პირადი რეკორდი, რომელიც 2.13.91 იყო 6,5 წამით გააუმჯობესა. რეკორდი, რომელიც ირაკლი ბოლქვაძემ მოხსნა 1985 წელს სერგეი კოშკომ დაამყარა ბაქოში - 2.08.31.
ირაკლი ბართაია (საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გენერალური მდივანი):" ირაკლი ბოლქვაძისგან შედეგის ასეთ მკვეთრ გაუმჯობესებას ნამდვილად არ ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პერსპექტიული ბიჭია და 3 თვეში საქართველოს ორი რეკორდი
მოხსნა. საინტერესოა, რომ ბოლქვაძე 50 მოაწილეს შორის ყველაზე პატარა იყო. ირაკლი სულ 17 წლისაა და ჯერ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზეც არ გამოსულა."
მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით