ამერიკელმა მოცურავემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ამერიკელმა მოცურავემ რაიან ლოხტემ შანხაიში მსოფლიოს ჩემპიონატზე 200-მეტრიან დისტანციაში პირველი ადგილი დაიკავა და მას შემდეგ, რაც სპეციალური კოსტიუმით ასპარეზობა აიკრძალა, პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მოცურავემ 200-მეტრიანი დისტანცია 1.54 წამში გაცურა, რითაც მსოფლიო რეკორდი 0.1 წამით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ წინა მსოფლიო რეკორდიც რაიან ლოხტეს ეკუთვნის.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკელმა სპორტსმენმა ერთი ოქროს მედალი უკვე მოიგო.

28 ივლისს შანხაიში მედლების კიდევ 4 კომპლექტი გათამაშდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული