საქართველოში რეკორდსმენი, მსოფლიოში 38-ე

AutoSharing Option
შანხაიში მოცურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 17 წლის ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრი ბრასით 2 წუთსა და 18,42 წამში დაფარა და 57 მონაწილეს შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო მაჩვენებლებით, გულახდილად რომ ვთქვათ, დიდი ვერაფერი შედეგია, თუნდაც იმიტომ, რომ ლიტველმა გიედრიუს ტიტენისმა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო, ჩვენებურს მთელი რვა წამით აჯობა, ხოლო ნახევარფინალში საუკეთესო იაპონელმა კიტაჯიმამ - 9,61 წამით. ყოველივეს მიუხედავად, ამ ახალგაზრდა მოცურავემ ის შეძლო, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ დისტანციაზე მყარად შენარჩუნებული ნაფტალინმოყრილ საქართველოს რეკორდს (2.23,98) წლეულს 30 აპრილს ბრესტში 2,12
წამი ჩამოაკლო, შანხაიში კი თავისივე მიღწევა 3,44 წამით გააუმჯობესა. რაც მთავარია, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივს (2.16,35) საგრძნობლად მიუახლოვდა. ბოლო ოთხთვიან პროგრესს თუ გავითვალისწინებთ, ბრიტანეთში გამგზავრება სულაც არ მოჩანს უტოპიად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული