სერბეთმა ტიტული დაკარგა

AutoSharing Option
შანხაიში წყალბურთის ტურნირიც დასრულდა და მამაკაცებს შორის ახალი ჩემპიონი გავიცანით. ეს გახლავთ იტალიის ნაკრები, რომელმაც ბოლო წლებში ყველა ტიტულის მომგები სერბეთი დაამარცხა.

ფინალში მაყურებელმა გოლების მცირე რაოდენობა იხილა. ძირითადი დრო 6:6 დასრულდა, რის შემდეგაც ორი დამატებით პერიოდი დაინიშნა. თავიდან იტალია გავიდა წინ, მაგრამ იქვე სერბმა ფილიპ ფილიპოვიჩმა თანაფარდობა აღადგინა. პერიოდის დასრულებამდე 35 წამი რჩებოდა, როცა მაურიციო ფელუჯომ გადამწყვეტი გოლი გაიტანა - 8:7. მეორე პერიოდში ანგარიში აღარ შეცვლილა და იტალიამ 1994 წლის შემდეგ პირველად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი.

ქალებში პირველობა საბერძნეთმა მოიგო,
რომელმაც ფინალში მასპინძელთა ნაკრები დაამარცხა.

* * *
საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. სულ გათამაშდა მედლების 66 კომპლექტი. აქედან 20 სახეობა არაოლიმპიური იყო. პირველობა ამერიკის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. აშშ პირველი იყო საერთო ჩათვლაში, ცურვის ჩათვლასა და ოლიმპიური სახეობების ჩათვლაში.

საერთო ჩათვლა
ო ვ ბ ქ
1. აშშ 17 6 9 32
2. ჩინეთი 15 13 8 36
3. რუსეთი 8 6 4 18
4. ბრაზილია 4 0 0 4
5. იტალია 3 4 2 9
6. ბრიტანეთი 3 3 0 6
7. ავსტრალია 2 10 4 16
8. საფრანგეთი 2 4 5 11
9. ჰოლანდია 2 1 3 6
10. საბერძნეთი 2 1 1 4
11. დანია 2 1 0 3
12. გერმანია 1 3 9 13
13. შვედეთი 1 1 0 2
14. უნგრეთი 1 0 4 5
15. შვეიცარია 1 0 0 1
15. ბულგარეთი 1 0 0 1
15. ჩრ. კორეა 1 0 0 1
15. ბელარუსი 1 0 0 1
15. ნორვეგია 1 0 0 1
20. კანადა 0 4 3 7
21. იაპონია 0 4 2 6
22. ესპანეთი 0 1 5 6
23. პოლონეთი 0 1 0 1
23. სერბეთი 0 1 0 1
25. ს. აფრიკა 0 0 3 3
26. მექსიკა 0 0 2 2
27. უკრაინა 0 0 1 1
27. ხორვატია 0 0 1 1

ცურვის ჩათვლა
ო ვ ბ ქ
1. აშშ 16 5 8 29
2. ჩინეთი 5 2 7 14
3. ბრაზილია 3 0 0 3
4. ავსტრალია 2 8 3 13
5. საფრანგეთი 2 3 5 10
6. ბრიტანეთი 2 3 0 5
6. იტალია 2 3 0 5
8. ჰოლანდია 2 1 3 5
9. დანია 2 1 0 3
10. რუსეთი 1 3 0 4
11. შვედეთი 1 1 0 2
12. უნგრეთი 1 0 3 4
13. ბელარუსი 1 0 0 1
13. ნორვეგია 1 0 0 1
13. ჩრ. კორეა 1 0 0 1
16. იაპონია 0 4 2 6
17. კანადა 0 3 1 4
18. პოლონეთი 0 1 0 1
19. გერმანია 0 0 5 5
20. ს. აფრიკა 0 0 3 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული