რეგულარული დოპინგ-სინჯები საშუალებას იძლევა შეიქმნას თითოეული სპორტსმენის ინდივიდუალური ბიოლოგიური პორტრეტი, რომელთა შესწავლა დოპინგის გამოყენების დადგენას შეუწყობს ხელს.
ანტისადოპინგო წესების გამკაცრება ცოტა ხნის წინ მომხდარი სკანდალის გამო გახდა საჭირო. როგორც იცით, დადებითი დოპინგ-სინჯის მიუხედავად, ბრაზილიელ სესარ სელიო ფილიოს დისკვალიფიკაცია არ მისცეს, რის შემდეგაც მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს ორი მედალი მოიგო. ბრაზილიელი ამტკიცებდა, რომ აკრძალული პრეპარატი მის სხეულში საკვები დანამატებიდან მოხვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"