ამერიკელი კარიერის დამთავრებას 2012 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ აპირებს. 26 წლის ფელპსმა ეს ინფორმაცია "ტვიტერის" სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
ის ესტაფეტა ამერიკის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფელპსი მესამე ეტაპზე ბატეფლაით ცურავდა. გარდა ამისა, მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატზე მან ოქროს მედლები მოიგო 100 და 200 მეტრზე ბატერფლაიში და 4ხ200 მეტრზე თავისუფალი სტილით
კარიერის განმავლობაში ფელპსს მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოგებული აქვს 26 ოქრო, ექვსი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ოლიმპიადაზე მისი მონაგარი 14 ოქროს გარდა, ბრინჯაოს ორ მედალს მოიცავს.
ამასობაში, ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ შანხაიში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის დროს არც ერთი დადებითი შედეგის დოპინგ-სინჯი არ დაფიქსირებულა. სულ ანტისადოპინგო სამსახურებმა 400 სინჯი აიღეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"