როგორც იცით, ფელპსმა 2004 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ოქროს რვა მედალი მოიპოვა და ამერიკელი მარკ სპიცის "მუდმივი" რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებულ შვიდ ოქროს უდრიდა.
ლოხტეს მართლაც ამბიციური გეგმები აქვს, თუმცა ჯერ არ გაურკვევია რომელ დისტანციებზე აპირებს ლონდონში გამოსვლას.
"ფელპსმა პეკინში ნამდვილი სასწაული მოახდინა. ეს ფანტასტიკა იყო. დარწმუნებული არ ვარ, რომ ვინმე ოდესმე შეძლებს ამ რეკორდის გაუმჯობესებას, მაგრამ
დღეს ბევრი მიწოდებს თანამედროვეობის საუკეთესო მოცურავეს, მაგრამ მე ამ საკითხს ჩემებურად ვუყურებ - კერძოდ, ჩემთვის ყოველი წელი ნულიდან იწყება. და ახლა, ისევ უნდა ვიშრომო იმისთვის, რომ კვლავ პირველი გავხდე", - განაცხადა სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში ლოხტემ.
რაიანმა შანხაიში ხუთი ოქრო მოიგო, ფელპსმა - ოთხი. აღსანიშნავია, რომ ლოხტეს შეეძლო ექვსგზის ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ ბოლო დისციპლინაში - 4ხ100 მეტრზე კომპლექსურ ესტაფეტაში მონაწილეობა არ მიუღია. აქ ამერიკამ ოქრო მედალი მიიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"