უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ცურვაში. მედლების საერთო ჩათვლაში დამაჯერებლად გაიმარჯვეს ფრანგებმა - მათ სამივე სინჯის მედალი კონკურენტებზე მეტი აღმოაჩნდათ.
ბოლო დღეს გათამაშებული მედლების რვა კომპლექტიდან საფრანგეთის ნაკრებს ორი ოქრო ერგო და ამის ხარჯზე გადაასწრეს მათ რუსებს. ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი გახდა კამილ ლაკური, რომელმაც ფრანგებს სამი ოქრო მოუტანა. ბოლო გამარჯვება მან 4x100 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში მოიპოვა. აქ ეს გუნდი უკონკურენციოდ იყო - უახლოეს მდევარ რუსეთს ორ წამზე მეტი მოუგო, თანაც ევროპის ჩემპიონატების რეკორდიც დაამყარა.
რუსეთს შეეძლო ოქროს მედლების რაოდენობით
ასევე ხუთი მედლით (2-1-2) დაასრულა ჩემპიონატი შვედმა ვეტერანმა ტერეზა ალშამარმა. ბოლო დღეს მას ვერავინ დაეწია 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, ვერცხლის მედალი კი უკვე ნახსენებ ესტაფეტაში მოიგო.
კამილ ლაკურის მსგავსად, სამი ოქრო მოიგო მასპინძელთა ერთ-ერთმა კერპმა - კატინკა ჰოსუმ - მან ბატერფლაის სამივე დისციპლინაში (50 მ, 100 მ, 200 მ) გაიმარჯვა. ასევე სამი ოქროს მოგება შეეძლო დანიელ ლოტე ფრიისს. ბოლო დღემდე სკანდინავიელს ორი გამარჯვება ჰქონდა გრძელ დისტანციებზე და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაშიც ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ წინა ორი დისტანციის ჩაგდების შემდეგ, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მოახდინა ცნობილმა ბრიტანელმა რებეკა ედლინგტნმა. პეკინის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონმა წამზე მეტი მოუგო ფრანგ ოფელია ეტიენს, ფრიისი კი მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
კაცები
50 მ. თავისუფალი. 1. ფრედერიკ ბუსკე (საფ) - 21,49; 2. სტეფან ნისტრანდი (შვედ) - 21,69; 3. ფაბიან ჟილო (საფ) - 21,76... 400 მ. კომპლექსური. 1. ლასლო ჩეხი (უნგ) - 4.10,95; 2. დავიდ ვერაჟტო (უნგ) - 4.12,96; 3. ჰალ ნევო (ისრ) - 4.15,10... 4x100 მ. კომპლექსური. 1. საფრანგეთი (კამილ ლაკური, უგ დუბოსკი, ფრედერიკ ბუსკე, ფაბიან ჟილო) - 3.31,32; 2. რუსეთი - 3.33,29; 3. გერმანია - 3.33,39...
ქალები
50 მ. თავისუფალი. 1. ტერეზა ალშამარი (შვედ) - 24,45; 2. ჰიკელინ შრიოდერი (გერ) - 24,66; 3. ფრანჩესკა ჰოლსოლი (ბრიტ) - 24,67; 50 მ. ბრასი. 1. იულია ეფიმოვა (რუს) - 30,29; 2. კეიტ ჰეივუდი (ბრიტ) - 31,12; 3. ჯენი იოჰანსონი (შვედ) - 31,24... 200 მ. ბატერფლაი. 1. კატინკა ჰოსუ (უნგ) - 2.06.71; 2. სუზანა იაკობსი (უნგ) - 2.07,06; 3. ელენ ჰენდი (ბრიტ) - 2.07,54; 400 მ. თავისუფალი. 1. რებეკა ედლინგტონი (ბრიტ) - 4.04,55; 2. ოფელია ეტიენი (საფ) - 4.05,40; 3. ლოტე ფრიისი (დან) - 4.07,10... 4x100 მ. კომპლექსური. 1. ბრიტანეთი (ჯემა სპოფორტი, კეიტ ჰეივუდი, ფრანჩესკა ჰოლსოლი, ემი სმიტი) - 3.59,72; 2. შვედეთი - 4.01,18; 3. გერმანია - 4.03,22...
მედლების ცხრილი
ო ვ ბ ს
1. საფრანგეთი 8 7 6 21
2. რუსეთი 7 4 1 12
3. ბრიტანეთი 6 6 6 18
4. უნგრეთი 6 4 3 13
5. შვედეთი 3 3 4 10
6. გერმანია 2 5 2 9
7. დანია 2 2 2 6
8. იტალია 2 0 4 6
9. ნორვეგია 1 2 0 3
10. ბელარუსი 1 1 0 2
11. ესპანეთი 1 0 3 4
12. პოლონეთი 1 0 1 2
13. ჰოლანდია 0 2 4 6
14. ავსტრია 0 2 0 2
15. ფარერები 0 1 0 1
15. ირლანდია 0 1 0 1
15. რუმინეთი 0 1 0 1
18. ისრაელი 0 0 2 2
19. საბერძნეთი 0 0 1 1