14-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ფელპსი თანდათან იბრუნებს ოპტიმალურ სპორტულ ფორმას. ლეგენდარული ამერიკელი წყნარი ოკეანის თამაშებში ჩაება და პირველივე დღეს ბატერფლაით ცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია მოიგო. ამერიკის ქალაქ ირვაინის აუზში ფელპსმა წუთი და 54,11 წამი დააფიქსირა, რაც ამ სეზონის საუკეთესო შედეგია.
ფინიშის შემდეგ 25 წლის ფელპსმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ იმყოფება ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში. მაიკლის თქმით, მას განსაკუთრებით ბოლო 15 მეტრი გაუჭირდა, როცა ძლივს მიაღწია ფინიშს.
მეორე ადგილი ამ დისტანციაზე ავსტრალიელმა მარკ დ'არსიმ მოიპოვა (წუთი, 54.73 წამი), მესამე - იაპონელმა ტაკეში
200 მეტრი ბატერფლაით ფელპსის ერთ-ერთი საყვარელი დისტანციაა. აქ მას რვაჯერ აქვს განახლებული მსოფლიოს რეკორდი. ბოლოს ეს 2009 წელს, რომში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა, სადაც ამერიკელმა წუთი და 51,51 წამი აჩვენა. შედარებისთვის, ცოტა ხნის დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე პოლონელ პაველ კორჟანევსკის ამ დისციპლინაში გამარჯვებისთვის წუთი და 55.0 წამი დასჭირდა.