ბოლო ეტაპი გასულ უქმეებზე ბერლინის 25-მეტრიანი აუზში ჩატარდა. გერმანიის დედაქალაქის არენამ ისევ დაადასტურა ყველაზე სწრაფი აუზის სტატუსი. სწორედ აქ არის დამყარებული ისტორიაში ყველაზე მეტი მსოფლიოს რეკორდი "მოკლე წყალში".
მაგრამ მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ცურვაში მსოფლიოს რეკორდების დამყარება ძალიან გაჭირდა. ამის მიზეზი ჰიდროკოსტუმების გაუქმება გახდა. ორი წლის წინ, გერმანიის დედაქალაქში მსოფლიოს 12 რეკორდი დამყარდა და დღემდე არც ერთი არ არის გაუმჯობესებული.
გასულ სეზონში მხოლოდ ფენომენალურმა რაიან
და აი, ნავსი მსოფლიოს თასის ბერლინის ეტაპზე ქალთა ცურვის ამომავალმა ვარსკვლავმა, ამერიკელმა მისი ფრანკლინმა გატეხა. 2009 წლის შემდეგ 25-მეტრიან აუზში პირველი რეკორდი სწორედ მან დაამყარა. ფრანკლინმა არ შეიმჩნია კონკურენტები და 200 მეტრი გულაღმა ორ წუთსა და 3 მეასედ წამში დაფარა! უახლოესმა მდევარმა ჰოკინგმა ფრანკლინთან წამზე მეტი დათმო.
დღეს ცურვის სამყარო ფრანკლინზე ლაპარაკობს. ეს არის უნივერსალი მოცურავე, რომელსაც გულაღმა ცურვის გარდა სხვა დისციპლინებშიც ძლიერია, მაგალითად, კროლში (ბერლინში მან 100 მეტრზე თავისუფალში თვით ბრიტა შტეფენი დაამარცხა, 100 მეტრზე კომპლექსურში კი მხოლოდ ბრიტანელ ფრანჩესკა ჰოლსოლთან წააგო). უკვე დღეს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ამერიკელი 2012 წელს ლონდონში მაიკლ ფელპსის რეკორდს შეუტევს - ერთ ოლიმპიადაზე რვა ოქროს მოგებას შეეცდება.
ბერლინს თავად ფელპსიც სტუმრობდა და ეტყობა, რომ ყველა დროის ტიტულოვანი სპორტსმენი იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას. გერმანიის დედაქალაქში ამერიკელმა ოთხი დისციპლინა მოიგო, აქედან სამი კომპლექსური დისტანცია იყო - 100, 200 და 400 მეტრი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"