ოლიმპიკი, ლაგუნა-ვერე... ვინ იქნება შემდეგი?

AutoSharing Option
"ლელოს" სამშაბათის ნომერში თბილისში, 5 დეკემბრის ქუჩაზე რეკონსტრუირებულ საცურაო აუზ "ოლიმპიკის" იმ თაოსნობაზე დაიწერა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის ცურვის უფასოდ სწავლებას ითვალისწინებს. კურსები 3-თვიანია და კონტინგენტი ყოველ კვარტალში განახლდება. მართალია, საქართველოში ბევრი არა, მაგრამ სხვა აუზებიც მუშაობს და კარგი იქნება, თუ ამ თაოსნობას მიმდევრები გამოუჩნდებიან.

გუშინ "ლაგუნა-ვერეს" ადმინისტრაციას შევეხმიანეთ. აი, რა გვითხრა საცურაო კომპლექსის დირექტორმა ვლადიმერ გოიაშვილმა: "თქვენმა რედაქციამ კარგად იცის, რომ ათეული წლებია, ზაფხულში თბილისში დარჩენილი მოზარდებისთვის ცურვის მასობრივად შესწავლის ტრადიცია დავამკვიდრეთ, რაც დღემდე გრძელდება. ამჟამად 4-14 წლის
557 მოზარდი დადის ჩვენს აუზზე, რომელთაც 50-პროცენტიანი ფასდაკლებით ვემსახურებით.

ცურვას კი ისინი გამოცდილი ინსტრუქტორების დახმარებით ეუფლებიან. სწავლების ბოლოს ბავშვები ნორმატივებს საშეჯიბრო პროცესში აბარებენ. მზად ვართ, "ოლიმპიკთან" ერთად ჩავატაროთ ასეთი შეჯიბრება, რაც მოზარდებს სამუდამოდ დაამახსოვრდებათ. მწვრთნელები კი, რომლებიც ცურვაში ბავშვების გამოცდას დაესწრებიან, სპორტული სექციისთვის შეარჩევენ ნიჭიერებს".


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯალიან მაგარია ოლიმპიკი მე ვარ 15 წლის
luka
20:44 11-06-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული