ჩვენებურთაგან, განსაკუთრებით, 17 წლის ირაკლი ბოლქვაძემ იყოჩაღა - ორი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
200 მეტრი ბრასით ფინალში მან 2.17,17-ში გაცურა და მე-3 ადგილი დაიკავა. ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიამდე 0,82 წამი დააკლდა.
არადა, პირველ-მეორე ადგილებზე გასულმა უკრაინელებმა - ალექსეი როჟკოვმა (2.13,49) და ანდრეი კოვალენკომ (2.13,66) დიდ ბრიტანეთში გასამგზავრებელი ბილეთები დაიბევეს.
საგულისხმოა, რომ ბოლქვაძემ ეს დისტანცია აპრილის მიწურულს ბელარუსის ღია ჩემპიონატზე 2.17,91-ში გაცურა. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც 21-27 მაისს
ბოლქვაძემ მეორე ბრინჯაო 400 მეტრ კომპლექსურ ცურვაში მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ამ დისტანციის დაფარვას ფინალში 4.29,92 მოანდომა და საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგი (4.32,60) 2,68 წამით გააუმჯობესა. აქ სალიცენზიო ნორმატივია 4.25,44, რომელიც ხარკოვში მხოლოდ თასის მფლობელმა უკრაინელმა მაქსიმ შემბერევმა შეასრულა (4.23,97). მეორე ადგილზე გასული მისი თანაგუნდელი ალექსანდრ ბეზუგლი (4.28,62) თამაშების საგზურს ვერ შესწვდა.
თავისუფალი ყაიდით ცურვაში პეკინის ოლიმპიადის მონაწილე ირაკლი რევიშვილმა 200 მეტრზე მე-6 ადგილი დაიკავა, 100 მეტრზე კი 52,63 წამით მე-16 იყო; ხოლო თემურ კობახიძე (53,43) და გიორგი ბუხრიკიძე (54,16), შესაბამისად, 26-ე და 41-ე ადგილებს დასჯერდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"