შეჯიბრებაში საპრიზო ადგილებისთვის ჭიათურის, საჩხერის, ჭორვილის, გორის, რუსთავის, აჭარის და თბილისის კლუბების - "ტონუსის", "ლაგუნა ვერეს", "ოლიმპიკის", "სპორტ-თაიმის", "ქარიშხალას", "ნეპტუნის", "დიღმისა", და ვაკის საცურაო აუზის 160-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.
მასპინძლებს კვარცხლბეკზე ასვლაში აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენები ეცილებიან.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ბოლო წლებში ცისფერ ბილიკებზე ამდენი მოცურავე არასდროს გამოსულა. ჯილდოებისთვის გოგო-ბიჭები ოთხ ასაკობრივ ჯგუფში იბრძვიან. I ჯგუფში 1995 წელს
ასაკობრივმა დაყოფამ გამოიწვია ის, რომ ზოგიერთ დისტანციაზე თითო-ოროლა გოგო-ბიჭი მონაწილეობს, ზოგან კი საგულისხმო კონკურენციაა.
ყველაფერი იმ მიზნით კეთდება, რომ გამოვლინდეს ნიჭიერი, პერსპექტიული მოცურავეები. განსაკუთრებული ყურადღება თბილისში 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე მონაწილეთა ასაკს ეთმობა.
შეჯიბრების პირველ დღეს განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია 100 მეტრზე თავისუფალი ყაიდით პეკინის ოლიმპიადის მონაწილეების - ირაკლი რევიშვილისა და აზერბაიჯანელ ევგენი ლაზუკას პაექრობამ. სტუმარი 50 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის მრავალგზის პრიზიორია. ყოფილი ოლიმპიელების დუელი ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა.
საგულისხმოა ისიც, რომ თბილისის ტურნირი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წინ ირაკლი ბოლქვაძისთვის, დავით სიხარულიძისა და თეიმურაზ კობახიძისთვის ძალთა ბოლო შემოწმებაა. ამ შეჯიბრებას 4-8 ივლისს ანტვერპენი (ბელგია) უმასპინძლებს. ბოლქვაძეს თბილისური და ბელგიური ბატალიები ლონდონის ოლიმპიადისთვის უკეთ მოსამზადებლად გამოდგება.
პირველი დღის შედეგები
გოგონები
50 მ. გულაღმა. IV ჯგ. 1. თამარ მეგრელიძე (რუსთავი, 44,59), 2. ანა ბუხრიკიძე (გორი, 51,18), 3. მარი კახაძე (დიღომი, 51,78).
100 მ. თ/ყ. I ჯგ. 1. ელენე უნდილაშვილი (დიღომი, 1.10,98), 2. სოფო საღარაძე (ტონუსი, 1.11,63), 3. ოქსანა ბელოვა (რუსთავი, 1.13,59),
II ჯგ. 1. ნინო მეზვრიშვილი (გორი, 1.12,80), 2. კრავაი კერვალიშვილი (ტონუსი, 1.14,31), 3. ნატა ჯაფარიძე (ტონუსი, 1.14,75).
III ჯგ. 1. ელენე ბერაია (სპორტ თაიმი, 1.14,68), 2. მარი ხუტუნიშვილი (ჭიათურა, 1.33,03), 3. ანა თოიძე (ვაკე, 1.34,89).
200 მ. ბრასი. I ჯგ. 1. ვანე კარხანი (სასომხეთი, 2.53,68).
II ჯგ. 1. მარიამ ზუბიაშვილი (საჩხერე, 3.01,89), 2. თეონა ბოსტაშვილი (რუსთავი, 3.04,82), 3. ქეთი გიორგაძე (ტონუსი, 3.15,75).
III ჯგ. 1. რუსუდან გოგინაშვილი (3.21,03), 2. თეონა ომიაძე (ორივე - რუსთავი, 3.40,11), 3. ქეთევან გაგნიძე (3.41,81).
200 მ. ბატერფლაი. II ჯგ. 1. მარიამ ობოლაშვილი (რუსთავი, 3.25,50). 400 კომპლექსი.
II ჯგ. 1. მარიამ ზუბიაშვილი (საჩხერე, 6.18,72), 2. მეგი ხათაშვილი (გორი, 6.24,99), 3. თეონა ბოსტაშვილი (რუსთავი, 6.28,10).
ამანათცურვა 4X50 მ. თ/ყ. 1. ტონუსი (ნატა ჯაფარიძე, ქეთი ყამარაული, კრავაი კერვალიშვილი, სოფი საღარაძე) - 2.11,64, 2. რუსთავი - 2.19,89, 3. სპორტ თაიმი - 2.23,32.
ვაჟები
50 მ. გულაღმა. IV ჯგ. 1. გაგა ჩიტიძე (საჩხერე, 41,34), 2. გიორგი თავაძე (გორი, 43,00), 3. ბადრი ხათიძე (ნეპტუნი, 43,16).
100 მ. თ/ყ. I ჯგ. 1. ირაკლი რევიშვილი (თბილისი, 52,89), 2. ევგენი ლაზუკა (აზერბაიჯანი, 53,68), 3. გიორგი ბუხრიკიძე (გორი, 57,48).
II ჯგ. 1. ზაურ არქანია (აზერბაიჯანი, 56,69), 2. ვლადიმერ მამიკონიანი (სომხეთი, 58,14), 3. დათო შახნაზაროვი (ლაგუნა ვერე, 58,93).
III ჯგ. 1 ირაკლი კვარაცხელია (1.04,84), 2. საბა მდივანი, (1.07,41), 3. ვახტანგ ბლუაშვილი (სამივე - ტონუსი, 1.09,31).
800 მ. თ/ყ. I ჯგ. ირაკლი ბოლქვაძე (ტონუსი, 9.09,78).
II ჯგ. 1. ნიკა ყაულაშვილი (რუსთავი, 10.37,56), 2. გაგა გრძელიშვილი (საჩხერე, 11.03,73), 3. ბექა ხეჩუმაშვილი (დიღომი, 11.26,12).
III ჯგ. 1. ოთარ ივანაშვილი (11.54,69), 2. ნიკა კაციტაძე (ორივე - საჩხერე, 12.30,88).
200 მ. ბრასი. I ჯგ. 1. გიორგი მთვრალაშვილი (ტონუსი, 2.41,81), 2. ოგანეს გუკასიანი (სომხეთი, 2.50,21), 3. რუსლან გატამხანოვი (აზერბაიჯანი, 3.02,40).
II ჯგ. 1. ლუკა კერვალიშვილი (2.31,81), 2. ირაკლი ჭარბაძე (ორივე - ტონუსი, 2.52,18), 3. ზაურ ბადალაშვილი (რუსთავი, 3.12,03).
III ჯგ. 1. ილია პაპიძე (ლაგუნა ვერე, 2.56,60), 2. ლევან ბახტურიძე (საჩხერე, 3.21,76), 3. რატი კერვალიშვილი (ტონუსი, 3.24,54).
200 მ. ბატერფლაი. I ჯგ. 1. თემურ კობახიძე (ლაგუნა ვერე, 2.16,31).
II ჯგ. 1. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავი, 2.21,64), 2. ბაჩანა ტყემალაძე (ჭიათურა, 3.14,47).
III ჯგ. 1. ლუკა პატარაია (რუსთავი, 2.48,43), 2. უჩა წერეთელი (ოლიმპიკი, 3.11,28).
400 მ. კომპლექსი. I ჯგ. 1. დავით სიხარულიძე (5.04,32).
II ჯგ. 1. ვასილ ხიზანიშვილი (ორივე - ტონუსი, 5.31,03).
ამანათცურვა 4X50. 1. აზერბაიჯანი (ორხან მამედოვი, ბორის კირილოვი, ზაურ არქანია, ევგენი ლაზუკა) - 1.39,5, 2. ტონუსი - 1.40,41. 3. ვეტერანების გუნდი - 1.40,77.
იმრავლეთ! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"