მაიკლ ფელპსი 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ფინალში მერვე შედეგით გავიდა

AutoSharing Option
მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ფელპსი ლონდონის ოლიმპიადაზე 400 მეტრზე კომპლექსური ცურვის ფინალურ ეტაპზე დიდი გაჭირვებით გავიდა.

ამერიკელმა მოცურავემ მხოლოდ მერვე შედეგი აჩვენა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი უნგრელი ლასლო ჩეხი საერთოდ ფინალს მიღმა დარჩა.

კვალიფიკაციაში საუკეთესო დრო იაპონელმა კოსუკე ხაგინომ აჩვენა, რომელმაც სამხრეთ აფრიკელ ჩედა ლე კლოს და სახელგანთქმულ ამერიკელს, რეიან ლოხტეს აჯობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული