ირაკლი ბოლქვაძე ლონდონში 28-ე ადგილს დასჯერდა

AutoSharing Option
31 ივლისს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, 200 მეტრზე ბრასით ცურვაში იასპარეზა ირაკლი ბოლქვაძემ.

17 წლის ქართველმა მოცურავემ დისტანცია 2:15:86 წთ-ში დაფარა, რითაც საკუთარი პირადი შედეგი გააუმჯობესა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს არასაკმარისი აღმოჩნდა.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა 34 სპორტსმენს შორის 28-ე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული