USA Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანკლინმა განაცხადა, რომ ძალიან უნდოდა ჰიმნის სიმღერა, მაგრამ... "არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი", - თქვა მან. სიმღერის ნაცვლად სპორტსმენმა ტირილი დაიწყო.
17 წლის ფრანკლინმა ფინალურ გაცურვაში 58,33 წამი აჩვენა და ამერიკის რეკორდი დაამყარა. გამარჯვების შემდეგ მისის წარმატება 14-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაიკლ ფელპსმა მიულოცა. ფრანკლინის თქმით, მაიკლი ყოველთვის იყო მისთვის მისაბაძი მაგალითი.
ამერიკელს ამ ოლიმპიადაზე უკვე ორი მედალი აქვს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"