რაიან ლოხტე რიოშიც გაცურავს

AutoSharing Option
ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი რაიან ლოხტე, რომელმაც დაასრულა გამოსვლა ლონდონის ოლიმპიურ ტურნირზე, ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მაიკლ ფელპსისგან განსხვავებით, არ გეგმავს უახლოეს ხანში კარიერის დასრულებას.

ამერიკელს ოლიმპიადის მსვლელობისას 28 წელი შეუსრულდა. თავის ბოლო სახეობებში - 200 მეტრზე გულაღმა და კომპლექსურ ცურვაში ლოხტემ მხოლოდ ბრინჯაო და ვერცხლი მოიპოვა.

ამ მედლების გარდა, რაიანმა ლონდონში მოიპოვა ორი ოქრო (400 მეტრი კომპლექსური და 4x200 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტა) და ერთი ვერცხლი (4x100 მეტრი ესტაფეტა). 200 მეტრზე კროლში კი ის პრიზიორებს შორის ვერ მოხვდა.

მიუხედავად იმისა,
რომ ეს შედეგი შორს იყო ლოხტეს მოლოდინისგან, ამერიკელი ირწმუნება, რომ საერთო ჯამში, თავისი გამოსვლით კმაყოფილია.

"მინდოდა ოქროს მედალი მომეპოვებინა ყველა დისტანციაზე, რომელშიც გამოვდიოდი, მაგრამ იცით, რომ ასე არ მოხდა, - აღნიშნა მან. - რას ვიზამთ... ცხოვრება უნდა გავაგრძელო, წინ ვიარო და დასკვნები გამოვიტანოთ მომხდარისგან. შევეცდები, არ დავუშვა იგივე შეცდომები უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. საერთო ჯამში, სავსებით კმაყოფილი ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული