მაიკლ ფელპსი ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა არა უდიადესი

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ სებასტიან კოემ კომენტარი გააკეთა მაიკლ ფელპსის ფენომენალურ რეკორდებზე და განაცხადა, რომ მის მიერ მოპოვებული 22 მედალი არ არის იმის გარანტია, რომ ამერიკელი ყველა დროის უდიადეს ოლიმპიელად გამოცხადდეს.

"დარწმუნებული არ ვარ, რომ ფელპსი ერთმნიშვნელოვნად ყველა დროის უდიადეს სპორტსმენად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ ის ერთ-ერთი საუკეთესოა.

ამაში საკამათო არაფერია, - განაცხადა კოემ. - რაც შეეხება უდიადესის სტატუსს... ამასთან დაკავშირებით ყველას თავისი აზრი აქვს. ერთმნიშვნელოვად, ფელპსი დიდი სპორტსმენების გვერდით იდგება, მაგრამ თუ თქვენ მომთხოვთ უდიადესის დასახელებას, ფელპსს არ ავირჩევ.
რამდენიმე გვარს დავასახელებ და მხოლოდ ერთს არ გამოვყოფ".

კოემ უდიადეს ოლიმპიელებად დაასახელა ნიჩბოსანი სტივ რედგრეივი, ათჭიდელი დეილი ტომპსონი, მძლეოსანი ჯესი ოუენსი, ტანმოვარჯიშე ნადია კომენეჩი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული