ოლიმპიურმა ჩემპიონმა საჩუქრად მთელი ცხოვრება უფასო ჰამბურგერი მიიღო

AutoSharing Option
ლონდონის თამაშების ორგზის ჩემპიონმა და 200 მეტრზე ბრასში მსოფლიოს რეკორდსმენმა, ამერიკელმა რებეკა სონიმ მოულოდნელი საჩუქარი მიიღო.

სწრაფი კვების ქსელმა - Smashburger-მა სათანადოდ დააფასა მოცურავის ეს წარმატებები.

კერძოდ, რებეკას ყოველ კვირას შეეძლება უფასოდ მიირთვას ჰამბურგერი (რომელსაც ამ ქსელში "სმეშბურგერი" ჰქვია), კარტოფილი "ფრი" და სასმელი.

აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ნიუ ჯერსიში ფუნქციონირებს, სადაც დაიბადა ოლიმპიური ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული