10 აგვისტოს გუნდური პირველობა გაიმართა და პრაქტიკულად წინასწარ იყო ცნობილი, რომ აქ რუსეთის ნაკრები არავის დაუთმობდა ოქრო მედალს. მთავარი ბრძოლა ვერცხლის მედლისთვის იყო, რომელშიც ჩინეთმა სულ მცირედით დაამარცხა ესპანეთი.
10 აგვისტოს, დიადი ოლიმპიელების რიცხვში შევიდა რუსი ანასტასია დავიდოვა - ის ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
წინა ოქროები მან ათენისა (2004) და პეკინის (2008) ოლიმპიადებზე მოიპოვა. ორივეგან ის დუეტების და გუნდების შეჯიბრებებში იმარჯვებდა. ამჯერად, ის მხოლოდ გუნდურ დისციპლინაში გამოდიოდა.
ფინალის შემდეგ დავიდოვამ
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ლონდონში დუეტების ტურნირი რუსებმა - ნატალია იშჩენკომ და სვეტლანა რომაშინამ მოიგეს. ისინი გუშინაც ვიხილეთ აუზში და შესაბამისად, ეს იყო მათი მეორე ოქროა ამ ოლიმპიადაზე.
გუნდური
1. რუსეთი 98.930
(ა. დავიდოვა, მ. გრომოვა, ნ. იშჩენკო, ე. ხასიანოვა, დ. კორობოვა, ა. პაცკევიჩი, ს. რომაშინა, ა. ტიმანინა, ა. შიშკინა)
2. ჩინეთი 97.010
(ს. ჩანგი, ს. ჩენი, ს. უანი, ტ. ჟიანი, ვ. ჟიანი, ო. ლიუ, ს. ლუო, ი. ვუ, ვ. სუნი)
3. ესპანეთი 96.920
(კ. ასიანა კანელიასი, ა. კაბელიო როდილია, კარბონელ ბალესტე, მ. კრესპი ხაუმე, ა. ფუენტეს ფაჩე, ტ. ენრიკეს ტორესი, პ. კლამბურგ როკე, მონტრუკიო ბეაუსი, ლ. პონს არენასი)
4. კანადა 95.230
5. იაპონია 93.830
6. ბრიტანეთი 88.140
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"