ამ დღეებში ის ოლივია კუპლოსთან ერთად შეამჩნიეს ერთ-ერთ საღამოზე. ეს გოგონა "მის აშშ" გახლავთ.
"ყველას სურდა რაიანთან გამოლაპარაკება, - ამბობს თვითმხილველი. - მაგრამ ის მთელი საღამო მხოლოდ ოლივიას ესაუბრებოდა. რით დასრულდა ყველაფერი? მათ რესტორან Cherry Hill-ში ვახშამზე მოილაპარაკეს".
ლოხტე ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონია. განსაკუთრებით წარმატებით ის ლონდონის თამაშებზე გამოვიდა. რაიანმა მოიგო 400 მეტრზე კომპლექსური ცურვა და ორი ესტაფეტა. აგრეთვე, ბრიტანეთის დედაქალაქში მის ანგარიშზე იყო ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
ყოველდღიური