მაიკლ ფელპსი წლის სპორტსმენია

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გასული სეზონის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა.

მამაკაცებს შორის გამოარჩიეს ლეგენდარული მოცურავე მაიკლ ფელპსი, ქალებს შორის - მორბენალი ელისონ ფელიქსი. საუკეთესო გუნდად დაასახელეს აკადემიურ ნიჩბოსნობაში ქალთა ნაკრები, რომელიც რვაადგილიანი ნავით გამოდის.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე მაიკლ ფელპსმა ოთხი ოქრო მოიგო და 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. სულ კი მედლების რიცხვი კარიერაში 22-მდე აიყვანა.

სპრინტერმა ელისონ ფელიქსმა ლონდონში სამი ოქროს აღება შეძლო. ის საუკეთესო იყო 200 მეტრზე გარბენში. გარდა ამისა - 4x100 და 4x400 მეტრზე ესტაფეტაში.

რაც შეეხება
აკადემიურ ნიჩბოსნობას, სპორტის ამ სახეობაში ერთადერთი ოქრო ამერიკამ სწორედ რვაადგილიანი ნავებით ასპარეზობაში მოიპოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული