როგორც ლოხტემ განაცხადა, მსგავსი ნაბიჯისკენ ბავშვობაში მომხდარმა შემთხვევამ უბიძგა, როცა მას ავტოგრაფზე უარი უთხრა ცნობილმა სპორტსმენმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა. ამასთან, ლოხტემ არ დააკონკრეტა იმ სპორტსმენის გვარი, რომელმაც მომავალ ვარსკვლავს იმედი გაუცრუა.
"ბავშვობაში დავინახე ერთი ოლიმპიური სუპერვარსკვლავი და ავტოგრაფი ვთხოვე, მაგრამ უარი მივიღე, - ამბობს ლოხტე. - ამის შემდეგ ჩემს მშობლებს ვუთხარი, რომ თუ
28 წლის მოცურავემ ისიც განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში დასვენებას აპირებს, შემდეგ კი რიო-დე-ჟანეიროს თამაშებისთვის დაიწყებს მზადებას.
"თქვენი შეხსენების გარეშეც კარგად ვიცი, რომ 2016 წელს 32 წლის ვიქნები და ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ეს ის არის, რისი მიღწევაც მინდა და ჩემი ფანების დახმარებაც ხელს შემიწყობს", - ამბობს ლოხტე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"