მოცურავე ირაკლი ბოლქვაძემ საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
ბარსელონაში მიმდინარე ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა მოცურავემ ირაკლი ბოლქვაძემ საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა. 

200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ირაკლის დრო 2:03.55 წუთი იყო, რითაც ფინალში ვერ გააღწია, თუმცა ბრასით ცურვის დროს, ქართველმა სპორტსმენმა 50-მეტრიანი დისტანცია 33.23 წამში დაფარა და ეს შესარჩევი ეტაპის 50 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი იყო.

2012 წელს ირაკლი ბოლქვაძემ ახალგაზრდა მოცურავეთა ევროპის პირველობაზე 200 მეტრზე ბრასით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული