ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში, ზურაბ ხომასურიძისა და ირინა მინჟულინას ხელმძღვანელობით, ირაკლი ბოლქვაძე (200 მ ბრასი, 200 მ კომპლექსი), დავით სიხარულიძე (50 და 100 მ თავისუფალი ყაიდა), თეონა ბოსტაშვილი (50 და 100 მ ბრასი) მიიღებენ მონაწილეობას.
შარშან ახალგაზრდა მოცურავეთა ევროპის პირველობაზე ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრზე ბრასით ცურვაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სალიცენზიო ნორმატივიც შეასრულა, მერე ეს შედეგი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში განიმტკიცა და თან მსოფლიოზე ორი სპორტსმენიც გაიყოლა.
როგორც მინჟულინამ გვაუწყა, ქართველი მოცურავეები ბარსელონურ ბატალიებში 31 ივლისიდან ჩაებმებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"