საქართველოს მოცურავეთა ეროვნული ნაკრები დანიაში ევროპის ჩემპიონატზე გამოვა

AutoSharing Option
10 დეკემბერს, გამთენიისას, საქართველოს მოცურავეთა ეროვნული ნაკრები, შემადგენლობით: ირაკლი ბოლქვაძე, ირაკლი რევიშვილი, თეიმურაზ კობახიძე, მწვრთნელი - ზურაბ ხომასურიძე, მიემგზავრება დანიის ქალაქ ჰერნინგში 12-15 დეკემბერს გასამართ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატში (25 მ) მონაწილეობის მისაღებად.

გუნდს დანიაში ამერიკიდან შემოუერთდება დავით სიხარულიძე. ჩვენი ბიჭები შემდეგ დისტანციებზე იცურავებენ:

ირაკლი ბოლქვაძე - 100, 200 ბრასი,200, 400 კომპლექსი
ირაკლი რევიშვილი - 100, 200, 400 თავისუფალი ყაიდა
დავით სიხარულიძე - 50, 100, 200 თავისუფალი ყაიდა
თეიმურაზ კობახიძე - 50, 100, 200 ბატერფლაი, 50, 100 თ/ყ

ასევე, პირველად
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ესტაფეტაზე, კერძოდ - 4X50 თავისუფალი ყაიდა.

წყარო: "ქართველ მოცურავეთა კლუბი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა დიდი წარმატებებიი.
tedo
22:32 06-12-2013
0

სიახლეები პოპულარული